08:43:15     05-08-2019
შემთხვევა ბათუმში - უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
თვითმხილველის თქმით, რომელიც საშაურმეს თანამშრომელია, ტერასაზე ერთ მაგიდასთან რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა. მათ გვერდით ისხდნენ უცხოელები. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს უცხოელმა დანა ამოიღო და ახალგაზრდა კაცი ფეხში დაჭრა.
დაჭრილი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა ფეხში დაზიანებებით. დაზარალებულმა მათ უთხრა, რომ "მშენებლობაზე იყო და შიფერი დაეცა".
ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.
0