09:47:47     29-07-2019
საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი მოკლა
საბერძნეთის ციხეში ჩხუბის დროს რუსმა პატიმარმა ქართველი მსჯავრდებული მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „გრეკრეპორტერი“ ავრცელებს.
ინციდენტი 27 ივლისს მოხდა. 43 წლის რუსი მსჯავრდებული 35 წლის ქართველ პატიმარს დაუპირისპირდა. ჩხუბის დროს რუსმა ქართველს მძიმე დაზიანება მიაყენა, რისგანაც ის გარდაიცვალა.
ქართველი პატიმრის გარდაცვალება ნიგრიტას ციხეში დაადასტურეს. მოგვიანებთ დანიშნულია ცხედრის ექსპერტიზა. დამნაშავეს უახლოეს ხანში ბრალს პროკურატურა წაუყენებს.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საკონსულო დეპარტამენტი დაიწყებს გადმოსვენების პროცედურებს გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით.
0