წიწაკა ფარშირებული ბროკოლითა და სოკოთი წიწაკა ფარშირებული ბროკოლითა და სოკოთი />


  13:37:50     14-07-2011

წიწაკა ფარშირებული ბროკოლითა და სოკოთი

a8080.jpg

მასალა:

1 ბულგარული წიწაკა

100 გრამი „შამპინიონი“

4-5 ყვავილოვანი ბროკოლი

50 გრამი ყველი

2 სუფრის კოვზი მაიონეზი

მცენარეული ზეთი

მარილი

მომზადების წესი: ბულგარული წიწაკა უნდა გაიჭრას ორ ნაწილად და გული უნდა ამოსუფთავდეს. მცენარეულ ზეთში უნდა შეიწვას სიგრძეში გაჭრილი „შამპინიონები“, ბროკოლი უნდა დაიყოს პატარა ნაწილებად და დაემატოს სოკოს. მიღებული მასა უნდა მოთავსდეს შუაზე გაჭრილ წიწაკაში, ზევიდან მოვასხათ მაიონეზი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შემდეგ მოვათავსოთ ღუმელში, 10 წუთით 200 გრადუს ცელსიუსზე.

0

ავტორი: