რუსეთში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს რუსეთში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს />


  11:11:39     23-07-2019

რუსეთში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს

a92370.jpg

რუსი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ სანქტ-პეტერბურგში მრავლობითი ჭრილობებით მოკლული იპოვეს ცნობილი ლგბტქ აქტივისტი ელენა გრიგორიევა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 41 წლის ქალის ცხედარი კვირას აღმოჩინეს, თუმცა თავდაპირველად მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

რუსი აქტივისტებისა და დამოუკიდებელი მედიის ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი ცნობილი აქტივისტს ელენგა გრიგორიევას ეკუთვნის, რომელიც ხშირად იღებდა მონაწილეობას რუსეთში არაპოპულარული საკითხებისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციებში, ლგბტ უფლებებისა თუ უკრაინებული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის.

აქტივისტი დინარ იდრისოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ გრიგორიევას მოკვლით ემუქრებოდნენ, მასზე ფიზიკურადაც იძალადეს, რაც პოლიციას შეატყობინეს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა.

პოლიციამ მკვლელობაშ ბრალდებული 40 წლამდე მამაკაცი დააკავა.

0

ავტორი: