12:38:30     14-07-2011
პოლ მაკარტნის კონკურსი დიზაინერებისა და მხატვრებისათვის
პოლ მაკარტნიმ კონკურსი გამოაცხადა. მან თაყვანისმცემლებს მოუწოდა, მის კომპოზიციებზე გრაფიკული ნამუშევრები შეექმნათ. დიზაინერებმა და მხატვრებმა პოლის ორი სიმღერის მოტივებზე უნდა იმუშაონ. ესენია - „Maybe I’m Amazed“, რომელიც 1970 წელს გამოვიდა და „Coming Up“, რომელიც 1980 წელსაა ჩაწერილი.
მსურველემა ნამუშევრები პოლს 16 აგვისტომდე უნდა გაუგზავნონ. გამარჯვებული კი სექტემბერში გამოვლინდება. ნამუშევარი ლონდონის ”Idea Generation” გალერეაში გამოიფინება, გამარჯვებული ავტორი პრიზებს და ფულად პრემიას მიიღებს.
0