"რას ნიშნავს "სტენკა"? - უცხოელი მამაკაცის კითხვამ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები გაამხიარულა "რას ნიშნავს "სტენკა"? - უცხოელი მამაკაცის კითხვამ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები გაამხიარულა /> "/> " />


  10:13:16     18-07-2019

"რას ნიშნავს "სტენკა"? - უცხოელი მამაკაცის კითხვამ ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლები გაამხიარულა

a92254.jpg

ჯგუფში "გაატარე ზაფხული საქართველოში" იტალიელმა მამაკაცმა იუმორისტული წერილი გამოაქვეყნა.

"კითხვა მაქვს თუ შეიძლება - რას ნიშნავს "სტენკა" და ჩემს ქართველ მეგობარ გოგოსთან გატარებული 10 დღის შემდეგ, რატომ ვიპოვე ახალი ავეჯი ჩემს სასტუმრო ოთახში? მადლობას გიხდით იტალიიდან," - დაწერა ახალგაზრდამ.

წერილმა ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი გამოხმაურება და მხიარულება გამოიწვია. პოსტი უამრავმა ადამიანმა დააკომენტარა. ინტერნეტ-მომხმარებლების უმრავლებამ კითხვას იუმორით უპასუხა.

"ჯერ ბერძნულ ფარდებამდე არ მისულხართ?"

"ცოტა ხანში მოგიწევს იმის გარკვევა, რა არის მადონას სერვიზი,"

"საწოლთან ლილოს ფუმფულა ჩუსტებიც ხომ არ გიპოვია?"

"გილოცავთ! ესე იგი, მალე ბამბინოც გეყოლებათ,"

"გაიქეცი, ძმაო, გაიქეცი,"

"სიძე, შე ძველო,"

"მე იტალიაში მეტროს სადგურებიც მეშლებოდა და ამ გოგომ შუა რომში სტენკა დაუდგა, ყოჩაღ!"

- წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

ზოგიერთი იუზერი შეეცადა უცხოელისათვის სერიოზულად აეხსნა "სტენკის" გადატანითი იუმორისტული მნიშვნელობა ქართულ რეალობაში. "სტენკა" რუსული სიტყვაა და ავეჯის სახეობაა. ის ცნობილი ქართული ანეკდოტის მიხედვით, ქორწინების სიმბოლოდ იქცა საქართველოში," - მისწერეს იტალიელ ბიჭს.

ჯგუფი "გაატარე ზაფხული საქართველოში" დაახლოებით 260 ათას ადამიანს აერთიანებს. მასში გაწევრიანებულები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინტერნეტ-მომხმარებლები. კამპანია პუტინის სანქციების საპასუხოდ, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაპიარებლად შეიქმნა.

0

ავტორი: