10:59:45     14-07-2011
Korea Aerospace Industries-ი დამრტყმელი შვეულმფრენის შექმნას აპირებს
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ მსუბუქი დამრტყმელი შვეულმფრენის KAH (Korea Attack Helicopter) შესაქმნელად გამოცხადებული ტენდერის შედეგები შეაჯამა. საბრძოლო მანქანის შექმნაზე კონტრაქტი კორეულმა კომპანიამ Korea Aerospace Industries-მა მოიპოვა. ხელშეკრულების ჯამური თანხა 19,2 მილიარდ კორეულ ვონს (18,2 მილიონი ა.შ.შ. დოლარი) შეადგენს. Korea Aerospace Industries-მა კონკურსში უმსხვილესი კორეული ავიაგადამზიდავის Korean Air ავიამშენებელი შვილობილი Korean Air Aerospace დაჯაბნა.
ცარიელი KAH-ის მასა 4,5 ტონას შეადგენს. შვეულმფრენის სალონში განთავსებული უნდა იყოს 6-8 სავარძელი მგზავრებისთვის. მანქანის ასეთი მოდიფიკაცია სამხრეთ კორეის ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა, რომელსაც KAH-ის სამოქალაქო მრავალფუნქციური ვერსიის წარმოების გეგმები აქვს. KAH-ის საბრძოლო ვერსია აღჭურვილი იქნება შეიარაღების მბრუნავი ტურელით, მრავალგვარი სენსორებით და 4 რაკეტის ჩამოსაკიდი წერტილებით. KAH-ის გამოყენება უპირატესად ჰაერიდან ცეცხლით მხარდაჭერით ურზრუნველყოფისათვის იგეგმება.
მოცემული მომენტისთვის KAI-მ KAH-ის რამდენიმე ვერსია შეიმუშავა. უშუალოდ შემუშავების პროგრამა 2013-2018 წლებში გატარდება. პროგრამის განხორციელებაზე 570.8 მილიარდი კორეული ვონის დახარჯვა იგეგმება. ადრე იტყობინებოდნენ, რომ პროგრამის მთლიანი ღირებულება, პროექტირების და შემუშავების ჩათვლით დაახლოებით 700 მილიარდ ვონს შეადგენდა, ხოლო წარმოების, ტექნიკური მომსახურების და ოპერაციული ხარჯების ჩათვლით, დაახლოებით, 12 ტრილიონ ვონს.
2008 წელს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მოთხოვნილება 260 ერთეულ KAH-ს შეადგენდა, თუმცა 2009 წლის დასაწისში ეს ციფრი 200 ერთეულამდე შეამცირა. როგორც მოსალოდნელია, პირველი სამხრეთ კორეული მსუბუქი დამრტყმელი შვეულმფრენი, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 2018 წელს გამოჩნდება. იგი თანდათანობით ჩაანაცვლებს მოძველებულ 70 ერთეულ Bell Helicopter AH-1 Cobra-ს და 270 ერთეულ Hughes 500-ს.
0