ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს - არიან დაშავებულები ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს - არიან დაშავებულები />


  10:27:58     10-07-2019

ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს - არიან დაშავებულები

a92030.jpg

ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანი, 18 წლის ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

"პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ზედაპირული ჭრილობები. დაზიანებული იყო მხოლოდ რბილი ქსოვილები. ჩვენს კლინიკაში პაციენტს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება; კონკრეტულად, დამუშავდა ჭრილობები, გაეწია ვიწრო სპეციალისტების კონსულტაციები, გამოკვლევები ჩატარდა და გადაყვანილია შემდგომი მკურნალობისთვის სტაციონარულ განყოფილებაში. ზედაპირული ჭრილობები იყო მიყენებული მეტალის ნაწილაკებით”, - განაცხადა ექიმმა მანანა ლობჟანიძემ.

შსს-ს ცნობით, ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დადგენილია დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირი და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

0

ავტორი: