პარლამენტის წინ ვასაძის მხარდამჭერებსა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა პარლამენტის წინ ვასაძის მხარდამჭერებსა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა />


  13:09:07     08-07-2019

პარლამენტის წინ ვასაძის მხარდამჭერებსა და ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა

a91953.jpg

პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მე-18 დღეა ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, ლევან ვასაძის მხარდამჭერები და სასულიერო პირები მივიდნენ.

ლევან ვასაძის სიტყვით გამოსვლის დროს ინციდენტი მოხდა. ლევან ვასაძემ შეკრებილ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ მას რუსეთუმეობაში სდებენ ბრალს, რაზეც იქ მყოფმა ახალგაზრდამ უპასუხა, რომ ლევან ვასაძე ნამდვილად რუსეთუმე და პუტინის მეგობარია.

ახალგაზრდის შეძახილს ლევან ვასაძის მხარდამჭერებისგან ხმაური მოჰყვა. მათ ახალგაზრდას სიტვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წყალი შეასხეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ამჟამად ინციდენტი განმუხტულია.

0

ავტორი: