15:51:55     04-07-2019
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, დაჭრა ცივი იარაღით მოხდა.
0