პურის სუპი უნგრულად პურის სუპი უნგრულად />


  11:21:19     13-07-2011

პურის სუპი უნგრულად

a8015.jpg

მასალა:

250 გრამი ძველი პურის კანი

1 მსხვილი თავი ხახვი

3 არასავსე სუფრის კოვზი ცხიმი

1-2 ცალი კვერცხი

1 სავსე ჩაის კოვზი მარილი

ცოტა წითელი პილპილი

1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში

1 ლიტრი წყალი

გავაცხელოთ ცხიმი, მოვხრაკოთ მასში ხახვი, ოხრახუში და ნაჭრებად დაჭრილი პურის კანი. დავამატოთ წყალი, მარილი, წითელი პილპილი. ავიღოთ ½ ჭიქა წყალი, გავთქვიფოთ მასში 2 ცალი კვერცხი და ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. მიღებული მასა ჩავასხათ მდუღარე სუპში.

0

ავტორი: