13:42:03     28-06-2019
სალარო აპარატები, პოს აღჭურვილობები სხვა მოწყობილობები თქვენი ბიზნესისთვის

დღესდღეობით ბიზნესის წარმატებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები უმნიშვნელოვანესია. ეს ეხება კომერციულ საქმიანობასაც. მასშტაბურად გამოიყენება სალარო აპარატები, პოს აღჭურვილობები, ელექტრო სასწორები, ფულის ყუთები, ფულის სათვლელი მანქანები. სწორედ ამიტომ, საჭიროა ვიცოდეთ, მათი ყიდვისას რაზე გავამახვილოთ ყურადღება.
საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობის მიხედვით, სავალდებულოა საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენება, რომლებიც პირდაპირ კავშირს ამყარებს შემოსავლების სამსახურთან. ბიზნესის წამოწყებისას ერთ-ერთი პირველი ეტაპიასალარო აპარატების შეძენა. აუცილებელია მიმართოთ სანდო კომპანიას, რომელიც გამოირჩევა მომხმარებლის ლოიალობით და ასევე,ყურადღება გაამახვილეთ ხარისხზე, რათა მუშაობის პროცესი არ შეფერხდეს.საქმიანობისას თავიდან რომ აიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარვეზები, ისეთი აპარატი შეარჩიეთ, რომელიც იქნება GPRS სისტემით უზრუნველყოფილი, მოჰყვება გარანტია და დეტალური ინსტრუქცია, გამოირჩევა მისაღები ფასით, ექნება დახვეწილი დიზაინი, აგრეთვე მნიშვნელოვანია მათი ფუნქციონალები. სწორედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია შემდეგი მოდელები:Daisy Expert , Daisy eXpert SX , Daisy Compact S , Daisy Compact M , Daisy Perfect S. მათ გააჩნია მოქნილი კონსტრუქცია, უერთდება ფულის ყუთსა და შტრიხკოდის სკანერს, აქვთ ქაღალდის მარტივი ჩატვირთვის მექანიზმი, გამძლე კლავიატურა და ხარისხიანი აკუმულიატორი.
გარდა სალარო აპარატებისა, ძალიან მოთხოვნადია პოს აღჭურვილობები, რომლებიც მორგებულია კომერციული პროცესის მნიშვნელოვან დეტალებზე. წარმატების მისაღწევად, დახვეწილი მომსახურების გასაწევად და დროის დასაზოგად, საუკეთესო მოწყობილობაა ზემოთ ხსენებული სისტემა და მასთან ერთად გირჩევთ შეიძინოთ მომხმარებლის ეკრანიც.მაგალითად, გთავაზობთ რამდენიმე მოდელის მახასიათებლებს:
• POS სისტემა Titan S305 - მოთხოვნადი სენსორულ ეკრანიანი კომპიუტერია. ძალიან მოქნილია საქმიანობისას. უერთდება სალარო აპარატს დანებისმიერი ტიპის შტრიხ სკანერს.
• POS სისტემა Titan S300 - გააჩნია სენსორული ეკრანი და ბრუნვადი მონიტორი. შეგიძლიათ მიუერთოთ თერმო პრინტერი, სალარო აპარატი და სხვადასხვა სახის შტრიხ სკანერი.
ფულის ყუთებსა და ფულის სათვლელ მანქანებს დიდი ადგილი უკავია კომერციული საქმიანობისას. ყუთების მეშვეობით ხდება თანხის უსაფრთხოების კონტროლი, ხოლო სათვლელი მანქანის გამოყენების შედეგად იზოგება დრო და გვაძლევს სიზუსტის გარანტიას. საუკეთესო მახასიათებლების მქონე მოდელია - ,,ფულისდასათვლელიმანქანა NX-680“, რომლითაც სარგებლობენ ბანკებში, ლომბარდებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. მას გააჩნია ავტომატური თვლის დაწყების რეჟიმი.
სასწორს იყენებენ პროდუქტის ასაწონად და მუშაობის პროცესის გასამარტივებლად, ასევე გეძლევათ უტყუარი წონის გარანტია. არსებობს ორი სახის:
• ელექტროსასწორი - ACLAS - გამოირჩევა კომპაქტური ზომით, აქვს სამხაზიანი LCD მონიტორი და დაბალი ენერგომოხმარება.
• შტრიხკოდისმბეჭდავიელექტროსასწორი - ACLAS LS2 - გააჩნია ელეგანტური დიზაინი, ორხაზიანი LCD ეკრანი, შეუძლია წებოვან ეტიკეტზე შტრიხკოდის დაბეჭდვა.
ზემოთ ხსენებული ყველა მოწყობილობა გამოიყენება ბიზნესში წარმატების მისაღწევად, რადგან ზოგავთ დროს და მომსახურებას ხდით მეტად მოქნილს. ინოვაციური მოწყობილობებისა და უმაღლესი სტანდარტის სალარო აპარატების შეძენა შეგიძლიათროგორც ონლაინ www.gsn.ge - ზე, ასევე კომპანია „ჯიესენის“ ფილიალებში.
0