პაკისტანის არმია ამერიკული დახმარების გარეშე პაკისტანის არმია ამერიკული დახმარების გარეშე />


  10:57:33     12-07-2011

პაკისტანის არმია ამერიკული დახმარების გარეშე

a7986.jpg

პაკისტანის არმია თალიბებს ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშეც გაუმკლავდება. ამის შესახებ პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ატარ აბასმა განაცხადა. „ჩვენი არმია იყო და რჩება წარმატებულად და მას სამხედრო ოპერაციებში საკუთარი რესურსებით, ვინმეს მხარდაჭერის გარეშე მონაწილეობა შეუძლია“ - აღნიშნა მინისტრმა.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, „ენ-ბი-სი“-სთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ პაკისტანს ყოველწლიური სამხედრო დახმარება, რომელიც ორ მილიარდს აღემატებოდა, 800 მილიონ დოლარამდე შეუმცირდება. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რიგმა სამხედრო ანალიტიკოსებმა უკვე განაცხადეს, რომ ამერიკული დახმარების შემცირება, პაკისტანს ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებისაგან, ფაქტობრივად, გაათავისუფლებს. როგორც ცნობილია, აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობა ბინ ლადების მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. 
0

ავტორი: