10:57:03     12-07-2011
კვიპროსზე აფეთქების შედეგად, ფლოტის მეთაური დაიღუპა
კვიპროსის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, კვიპროსის ფლოტის მეთაური ანდრეას იონიდესი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
მთლიანობაში, მსხვერპლის რიცხვი 12 ადამიანია. ფლოტის მეთაურის გარდა, ასევე დაიღუპა ბაზის ხელმძღვანელი ლამბროს ლამბროუ, ექვსი მეხანძრე და ოთხი სამხედრო. 62 ადამიანი მძიმედ დაშავდა. როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მსხვერპლის რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს.
აფეთქებების სერია სამხედრო ბაზა „ევანგელოს ფლორაკისზე“, 11 ივლისს მოხდა. ინციდენტის შედეგად, კვიპროსის მსხვილი ელექტროსადგურიც გაითიშა, რომელიც ქვეყნის 60 პროცენტს ამარაგებს ელექტროენერგიით. მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ბაზას, ხოლო 150 ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ. 0