10:56:30     12-07-2011
ჩინეთი ავიამზიდს საკუთარი ძალებით ააგებს
ჩინეთმა საკუთარი ავიამზიდის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ჩინური საკონსტრუქტურო ბიუროს მიერ იქნება დაპროექტებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხომალდის მშენებლობა კუნძულ ჩანსინზე, მდინარე იანძიზე განხორციელდება.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უახლოეს ათ წელიწადში, ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში შევა არანაკლებ ორი ავიამზიდი. ერთს ჩინეთი თავად ააგებს, ხოლო მეორეს, რომელიც 1998 წელს უკრაინისაგან შეიძინა, მოდერნიზაცია ჩაუტარდება. ამ უკანასკნელის გამოცდა 2011 წლის დასასრულისკენ დაიწყება.
0