10:25:17     18-06-2019
სტამბოლში ქართველებსა და რუსებს შორის ჩხუბის შედეგად ერთი ქართველი და ერთი რუსი დაიღუპა
სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა რა დროსაც გამოიყენეს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები.
რუსეთის მოქალაქე ადგილზევე გარდაიცვალა. საქართველოს მოქალაქე კი მრავლობითი ჭრილობებით სტამბოლის სახელმწიფო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პოლიცია ჩხუბში მონაწილე სხვა პირებს ეძებს.
0