ზუგდიდში 30 წლამდე ქალიშვილის ცემისათვის 56 წლის დედა დააკავეს ზუგდიდში 30 წლამდე ქალიშვილის ცემისათვის 56 წლის დედა დააკავეს />


  15:24:17     17-06-2019

ზუგდიდში 30 წლამდე ქალიშვილის ცემისათვის 56 წლის დედა დააკავეს

a91260.jpg

ზუგდიდის ცენტრში,ზვიად გამსახურდიას გამზირზე, სამართალდამცავებმა 56 წლის ქალი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

არსებული ინფორმაციით, შვილი, რომელზეც დედა ძალადობდა, 30 წლამდე ქალია.

0

ავტორი: