ლევან ვასაძე:  მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც ლევან ვასაძე: მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც />


  23:25:23     16-06-2019

ლევან ვასაძე: მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც

a91233.jpg

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, ვერის პარკში იმისთვის შეიკრიბნენ, რომ  სამშობლოს დიდი არეულობა აარიდონ.

„ჩვენ ვართ ძალადობის მსხვერპლნი და ახლა ისინი მიიღებენ იმ პასუხს, რომელსაც არ ელოდებოდნენ.

მეძახიან კრემლის აგენტს, ამაზე დიდი ცინიზმი არ მსმენია. მე ვარ აგენტი, მე ვარ საქართველოს აგენტი მთელ მსოფლიოში.

რაც შეეხება ამ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომლის საძულველ აგენტადაც მე მაცხადებენ, მე როგორც ვთქვი, რომ მინდა ძმაკაცობა ამერიკასთან და ევროპასთან, იმ პირობით, რომ ისინი ჩვენ თავიანთ ნორმებს არ დაგვაძალებენ, მე ვიტყვი ახლა საშინელ რაღაცას - მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთანაც, იმ პირობით თუ აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებენ, იმისთვის, რომ ჩავიხუტოთ ისინი გულში და ერთად ვიცხოვროთ, როგორც ასე იყო“ - განაცხადა ვასაძემ.

0

ავტორი: