ფოთში 22 წლის გოგონა ქმრის ბიძამ სამზარეულოს დანით დაჭრა ფოთში 22 წლის გოგონა ქმრის ბიძამ სამზარეულოს დანით დაჭრა />


  23:44:56     08-06-2019

ფოთში 22 წლის გოგონა ქმრის ბიძამ სამზარეულოს დანით დაჭრა

a91023.jpg

საზარელი შემთხვევა მოხდა ფოთში. 22 წლის გოგონა ქმრის ბიძამ დაჭრა.

ინციდენტი ნაბადის უბანში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ჭრილობები სახისა და გულმკერდის არეში, სავარაუდოდ, სამზარეულოს დანით ჰქონდა მიყენებული. 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი ქუჩაში თავად გამოვიდა და შველას ითხოვდა. მეზობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა გახდა ინციდენტის მიზეზი.

ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი 60 წლის მამაკაცი წარსულში ოჯახური ძალადობისთვისაა ნასამართლევი.

დაჭრილი კი მკურნალობას კლინიკაში გადის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულში ბრალდებული ვ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.    

0

ავტორი: