ლანჩხუთში 19 წლის ბიჭი დაჭრეს ლანჩხუთში 19 წლის ბიჭი დაჭრეს />


  16:11:55     07-06-2019

ლანჩხუთში 19 წლის ბიჭი დაჭრეს

a91007.jpg

ლანჩხუთში, საკუთარი საცხოვრებლის წინ 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლუკა ფაცურია მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.

ახალგაზრდას სამი პირი დაესხა თავს და ცივი იარაღით დაჭრეს. 19 წლის მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.

ლუკა ფაცურია ლანჩხუთიდან ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.

0

ავტორი: