14:33:26     07-06-2019
სასტიკი მკვლელობა გარდაბანში - თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარი მოკლეს
7 ივნისის გვიან ღამით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასტიკი მკვლელობა მოხდა.
თავდამსხმელებმა ოჯახში შეაღწიეს და შუახნის ცოლ-ქმარი მოკლეს.
მოკლულებს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ცხედრები იმდენად არის დასახიჩრებული, რომ მათი ამოცნობა ახლობლებს გაუჭირდათ.
არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებს სახლიდან არაფერი წაუღიათ. ამიტომ ვარაუდობენ, რო მომხდარი შურისძიებას უკავშირდება.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
0