ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ />


  13:29:40     07-06-2019

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ

a91000.jpg

4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ რუსი ტოპ მოდელი და ამერიკელი მსახიობი ერთმანეთს დაშორდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს. 

ოჯახთან დაახლოებულმა პირმა ჟურნალს განუცხადა, რომ ირინა და ბრედლი მათი ქალიშვილის ლეას მეურვეობის განაწილებაზე მუშაობენ. ლეა 2017 წელს დაიბადა.

სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირინა შეიკი პაპარაცებმა ნიშნობის ბეჭდის გარეშე შენიშნეს და ცნობილი გახდა, რომ მოდელი კუპერის სახლიდან გადავიდა.

გუშინ E!-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც მათ შორის პრობლემები იყო და მხოლოდ შვილის გამო რჩებოდნენ ერთად.

0

ავტორი: