ტერეზა მეი თანამდებობას დღეს დატოვებს ტერეზა მეი თანამდებობას დღეს დატოვებს />


  11:50:03     07-06-2019

ტერეზა მეი თანამდებობას დღეს დატოვებს

a90994.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი თანამდებობას დღეს დატოვებს.

შეგახსენებთ, 24 მაისს, ტერეზა მეიმ, დაუნინგ სტრიტზე, პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გადადგომის შესახებ განაცხადა და ემოციურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ იგი ეცადა რეფერენდუმის შედეგები პირნათლად აღესრულებინა და "ამისთვის არაფერი დაუკლია“.

"მას შემდეგ, რაც ამ კარში პრემიერ-მინისტრის როლში შევაბიჯე, მე ვოცნებობდი რომ დიდი ბრიტანეთი გამხდარიყო ქვეყანა, რომელიც ყველასი იქნებოდა... მე როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერი თანამდებობას დავტოვებ 7 ივნისს. ეს საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებული მაქვს. ახალი ლიდერის არჩევის პროცესი მომდევნო კვირაში დაიწყება", - განაცხადა მეიმ.

“მე მალე გადავდგები, მაგრამ ამ პოზიციაზე მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. მე მეორე ქალი პრემიერ-მინისტი ვარ, მაგრამ სავარაუდოდ, არა უკანასკნელი. უზარმაზარი პატივიცემისა და მოწიწებით, მადლიერი ვარ რომ მქონდა შესაძლებლობა მემსახურა იმ ქვეყნისთვის რომელიც მიყვარს“, - თქვა ტერეზა მეიმ სიტყვის დასასრულს და ატირდა.

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2016 წლის 13 ივლისიდან დღემდე იკავედა.სამწლიანი მმართველობის განმავლობაში, ტერეზა მეი ცდილობდა განეხორციელებინა დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, თუმცა წარუმატებლად. პარლამენტარებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და შედეგად ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება რამდენჯერმე ჩავარდა.

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს შედგა. საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეობა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და გამოკითხულთა 51,9%-მა ევროკავშირის დატოვებას მხარი დაუჭირა.

0

ავტორი: