მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს />


  15:31:46     05-06-2019

მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

a90939.jpg

მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულს ბრალი არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ედება. მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატი და გამომძიებლები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მიხეილ კალანდიას ინტერესების დამცველი შენობაში შესვლამდე წარდგენილ ბრალში დაკავებულ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მიხეილ კალანდიას ძმა კი ხორავას ქუჩის საქმის დღემდე უცნობ დეტალებზე პირველად ალაპარაკდა. ლუკა კალანდიას ინფორმაციით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე მათ წინააღმდეგ ფიზიკური და მორალური ზეწოლა განხორციელდა და ხელი ძალადობით მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.

ლუკა კალანდია ყვება, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება მერაბ მორჩაძემ შეაცვლევინა. მისი თქმით, მორჩაძე მათთან 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ივანე ნაკაიძემ მიაგზავნა, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის, უკვე მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს ბიძა, ასევე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. 

„ეს პიროვნება არის ერთ-ერთის დაკავებულის ბიძა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ადამიანია და, ალბათ, მათი ინტერესიცაა. იქიდან გამომდინარე, ვამბობ მე ამას, რომ მათ მოგვიგზავნეს, ვითომდა, ჩვენი ნათესავი ადამიანი სახლში იმ მიზნით, რომ მიხეილს შეეცვალა ჩვენება და ჩვეულებრივად განახორციელა ზეწოლა, რის შედეგადაც მიხეილმა მერე ჩვენება შეცვალა. მერაბ მორჩაძე მოვიდა და გვითხრა, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის ბავშვობის მეგობარი და ახლობელი იყო. ჩვენ ახლა ვხსნით ყველა კარტს, რაც აქამდე არ გაგვიხსნია, რაზეც აქამდე ჩუმად ვიყავით,“ - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

 

0

ავტორი: