11:47:59     04-06-2019
ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს
ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმეა და ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში.
გუშინ კი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენი გამოცხადდა და დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს.
22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს.
მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
0