17:52:03     03-06-2019
დედოფლისწყაროში 82 წლის მასწავლებელმა მეშივიდეკლასელ გოგონას უთხრა, რომ მის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვს - შსს-მ გამოძიება დაიწყო
82 წლის მასწავლებლის გარყვნილი საუბარი 13 წლის მოზარდთან. შემთხვევა დედოფლისწყაროს ერთ-ერთი სოფლის სკოლაში მოხდა.
მე-7 კლასელმა მოსწავლემ აღმზრდელთან საუბარი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც სკოლის ადმინისტრაციამ არ დაიჯერა, რომ ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი ლტოლვების შესახებ ელაპარაკა და მას სკოლის გარეთ ურთიერთობის დაწყებაც კი მოსთხოვა.
გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
"იმედის" ინფორმაციით, უკვე გამოჰკიხეს მოსწავლე, მისი მშობლები, ასევე უშუალოდ პედაგოგი და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ფაქტი 27 მაისს მაისს. 82 წლის მასწავლებელმა მეშვიდეკლასელი გოგო სკოლის ტერიტორიაზე დაიბარა და უთხრა, რომ მის მიმართ სექსუალური ლტოლვა აქვს.
როგორც მასწავლებელმა მოზარდს უთხრა, ასეთივე ლტოლვა წლების წინ სხვა გოგოს მიმართაც ჰქონდა, რომელიც ასევე მეშვიდეკლასელი იყო. კაცის მტკიცებით, მას ამ მოსწავლესთან ურთიერთობა ჰქონდა.
0