მოხრაკული ხორცი უკრაინულად მოხრაკული ხორცი უკრაინულად />


  11:05:34     11-07-2011

მოხრაკული ხორცი უკრაინულად

a7941.jpg

მასალა:

100 გრამი მჟავე კომბოსტო

100 გრამი ცხიმი

1 თავი საშუალო ზომის ხახვი

4 სქელი ნაჭერი მოხარშული ლორი ან შემწვარი ღორის ხორცი

250 გრამი ძეხვი (შებოლილი, ნივრიანი ან ღორის ხორცისგან მომზადებული)

200 გრამი სოკო

1 კბილი ნიორი

1 ცალი საშუალო ზომის კიტრი

15 ცალი ღვიის მარცვალი

10 მარცვალი შავი პილპილი

½ კონა კამა

დანაყილი პილპილი

ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შევაწითლოდ ზეთში. დავამატოთ წინასწარ წყალგავლებული მჟავე კომბოსტო, და ვშუშოთ 30 წუთის განმავლობაში, ხშირად ვურიოთ. დავამატოთ სანელებლები. სოკო გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მოვშუშოთ მზადყოფნამდე. ცეცხლგამძლე ჭურჭელს კარგად წავუსვათ კარაქი, ჩავაწყოთ შიგნით მჟავე კომბოსტო, კომბოსტოს ფენაზე დავაწყოთ ვიჩინის ორ-ორი ნაჭერი და ძეხვის რამდენიმე ნაჭერი. სოკოს ნახევარ პორციას შევურიოთ კიტრის ნაჭრები, თანაბრად გადავანაწილოთ ეს მასა კომბოსტოს ფენაზე, მოვაყაროთ კამა, მოვასხუროთ გამდნარი ცხიმი ან გადავანაწილოთ ზედაპირზე მარგარინის პატარა კუბიკები. შემდეგ ჭურჭელს დავახუროთ თავსახური და 20 წუთით შევდგათ ზომიერად გაცხელებულ ღუმელში.

0

ავტორი: