ირლანდიური ღვეზელი ირლანდიური ღვეზელი />


  11:04:08     11-07-2011

ირლანდიური ღვეზელი

a7940.jpg

მასალა:

100 გრამი ცხვრის ხორცი და 1 კილოგრამი კარტოფილი

მარილი, პილპილი

ხორცის ბულიონი

ცომისათვის:

100 გრამი ფქვილი

50 გრამი ცხიმი

1 ცალი კვერცხი

ცოტა მარილი

მოვამზადოთ ცომი და გაავჩეროთ ½ საათი. ხორცი წვრილად დავჭრათ და მოვათავსოთ ბრტყელ ჭურჭელში კარტოფილის კუბიკებთან ერთად. დავასხათ მაგარი ხორცის ბულიონი ისე, რომ კარტოფილი დაიფაროს, დავამატოთ მარილი და პილპილი და ზემოდან თავსახურის მაგივრად გადავაფაროთ ცომის ფირფიტა. ვაცხოთ ღუმელში დაბალ ცეცხლზე 1 ½ საათის განმავლობაში.

0

ავტორი: