"გოგო და ბიჭი კაფეში თავისთვის მშვიდად ისხდნენ და საუბრობდნენ. მოულოდნელად სამი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შემოვიდნენ და რომ დაინახეს ქართველი გოგონა არაბ მამაკაცთან ერთად, ყვირილით და გინებით მიიჭრნენ" - მარჯანიშვილზე მომხდარი თავდასხმის დეტალები "გოგო და ბიჭი კაფეში თავისთვის მშვიდად ისხდნენ და საუბრობდნენ. მოულოდნელად სამი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შემოვიდნენ და რომ დაინახეს ქართველი გოგონა არაბ მამაკაცთან ერთად, ყვირილით და გინებით მიიჭრნენ" - მარჯანიშვილზე მომხდარი თავდასხმის დეტალები /> "/> " />


  10:30:42     01-06-2019

"გოგო და ბიჭი კაფეში თავისთვის მშვიდად ისხდნენ და საუბრობდნენ. მოულოდნელად სამი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შემოვიდნენ და რომ დაინახეს ქართველი გოგონა არაბ მამაკაცთან ერთად, ყვირილით და გინებით მიიჭრნენ" - მარჯანიშვილზე მომხდარი თავდასხმის დეტალები

a90851.jpg

დამტვრეული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები - შემთხვევა გუშინ თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის მიზეზი კი, თვითმხილველების ინფორმაციით, ქართველი ქალი იყო, რომელიც უცხოელ მამაკაცთან ერთად კაფეში იჯდა.

ვრცელდება თავდასხმის დეტალები, რომლებსაც თვითმხილველები ჰყვებიან. მათი თქმით, თავდამსხმელები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. დამნაშავეებმა უცხოელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მხოლოდ იმიტომ მიაყენეს, რომ ერთ-ერთი უცხოელი ქართველ ქალთან ერთად იყო.

კაფეს მენეჯერი ელენე ადამია გამოცემა "რეზონანსთან" შემთხვევის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ არაბი მამაკაცი და ქართველი ქალი მათთან კაფეში  სადილობდნენ. ამ დროს ნასვამა ქართველმა მამაკაცებმა გაიარეს, მათთან გაჩერდნენ და გოგონას ჰკითხეს უყვარდათ თუ არა ერთმანეთი და უცხოელ მამაკაცთან რა საერთო ჰქონდა. გოგონამ უპასუხა, რომ ისინი შეყვარებულები იყვნენ. ამის შემდეგ კი, მენეჯერის ინფორმაციით, ქართველმა მამაკაცებმა უცხოელს გინება და ცემა დაუწყეს. 

სიტუაციაში ჩარევა მენეჯერმა და კაფის ადმინისტრაციამ სცადა, თუმცა უშედეგოდ, მამაკაცება მათაც გინება და ცემა დაუწყეს.  

"ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი. გოგო და ბიჭი კაფეში თავისთვის მშვიდად ისხდნენ და საუბრობდნენ. მოულოდნელად სამი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შემოვიდნენ და რომ დაინახეს ქართველი გოგონა არაბ მამაკაცთან ერთად, ყვირილით და გინებით მიიჭრნენ. ჯერ ვერავინ მივხვდით რა ხდებოდა, ვიფიქრეთ ალბათ ერთმანეთს იცნობენ. შემდეგ კი გავიგონეთ სააუბარი. ერთ-ერთმა გოგონას ჰკითხა - ამ არაბთან რა საერთო გაქვს, ერთმანეთი გიყვართო? გოგონამ უპასუხა - დიახ, და რა თქვენი საქმეაო. ამის შემდეგ კი ბიჭს გინებით მივარდნენ და ცემა დაუწყეს. 

„მაშინვე სიტუაციის განეიტრალებას შევეცადეთ და მათი გაშველება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. ნასვამმა მამაკაცებმა ყველას გვაგინეს და კაფეს ინვენტარი დაამტვრიეს. 

„არ ვიცი, წარმოუდგენლად აგრესიულები იყვნენ, გვემუქრებოდნენ, რომ ყველას დაგვხოცავდნენ. კაფეში ვინც კი იყვნენ, ყველას ლანძღავდნენ. ამის შემდეგ კი პოლიცია გამოვიძახეთ. სიტუაცია იმდენად უკონტროლო გახდა, რომ ალბათ ამ საწყალ  ბიჭს ცემით მოკლავდნენ“, - აცხადებს კაფეს მენეჯერი „რეზონანსთან“. 

თვითმხილველები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ თავდამსხმელი მამაკაცები განსაკუთრებული აგრესიით ტურისტების მიმართ გამოირჩეოდნენ. ისინი კაფეში მყოფ ყველა ტურისტს მოკვლით ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ისინი  საქართველოდნ უნდა წასულიყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას იგივე ბედი ეწეოდა.  

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. პოლიციამ კაფეს თანამშრომლები ადგილზე გამოკითხა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა ედება , მეორეს კი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.

თავდასხმის დეტალებს და თვითმხილველების მონაყოლს "რეზონანსი" ავრცელებს.

0

ავტორი: