11:02:31     11-07-2011
სამხრეთ სუდანში შეიარაღებული დაჯგუფებების ამნისტია გამოაცხადეს
სამხრეთ სუდანის პრეზიდენტმა, სალვა კიირმა, შეიარაღებულ ანტისამთავრებო დაჯგუფებებს ამნისტია შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მსურს ვისარგებლო შემთხვევით და გამოვაცხადო ამნისტია მათზე, ვინც იარაღი აიღო ხელში, სუდანის წინააღმდეგ. ვარწმუნებ აბეიას, დარფურის, სამხრეთ კარდოფანის და ცისფერი ნილის ხალხებს იმაში, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია მათი მცხოვრებლები. როდესაც თქვენ ტირით, ჩვენც ვტირით, როდესაც თქვენ განიცდით, ჩვენც განვიცდით. ჩვენ სამართლიანობას და მშვიდობას მოვიპოვებთ ყველასათვის“ – აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა. თავის გამოსვლაში კიირმა ასევე აღნიშნა, რომ ის თანამშრომლობას ჩრდილოეთ სუდანის პრეზიდენტთან, ომარ ალ–ბაშირთანაც აპირებს.
0