ახალქალაქში დაძაბულობაა - "ოპოზიციის მხარდამჭერს, კიმ კუნგოიანს პოლიციამ იარაღი ჩაუდო, მის სახლთან კი, სპეცრაზმია მობილიზებული" ახალქალაქში დაძაბულობაა - "ოპოზიციის მხარდამჭერს, კიმ კუნგოიანს პოლიციამ იარაღი ჩაუდო, მის სახლთან კი, სპეცრაზმია მობილიზებული" /> "/> " />


  20:14:19     24-05-2019

ახალქალაქში დაძაბულობაა - "ოპოზიციის მხარდამჭერს, კიმ კუნგოიანს პოლიციამ იარაღი ჩაუდო, მის სახლთან კი, სპეცრაზმია მობილიზებული"

a90595.jpg

ნაციონალური მოძრაობის ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის განცხადებით, ცოტა ხნის წინ პოლიციამ იარაღი ჩაუდო და დააკავა ოპოზიციის მხარდამჭერი, კიმ კუნგოიანი.

ამ წუთებში სპეცრაზმი გაერთიანებული ოპოზიციის მხარმადჭერის, კიმ კუნგოიანის სახლს ჩხრეკს. 

დაკავებული კუნგოიანის სახლთან მისი მეგობრები და ოჯახის წევრები არიან შეკრებილნი. 

დაკავებულის ახლობლების განცხადებით, პოლიცია ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებასა და დაშანტაჟებას ცდილობს. 

"კიმ კუნგოიანი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერია. ის აქტიურად მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად. 

ეს არის იმიზეზი, რის გამოც პოლიციამ მასზე შურისძიება გადაწყვიტა", - მიიჩნევენ დაკავებულის ნათესავები. 

კიმ კუნგოიანის ახლობლების თქმით, იმ შემთხვევაში თუ მას არ გამოუშვებენ და პოლიცია კვლავ გააგრძელებს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაკავებასა და დაშინებას, ისინი საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

პოლიციას კუნგოიანის დაკავების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

0

ავტორი: