გურჯაანში 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს გურჯაანში 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს />


  11:00:55     20-05-2019

გურჯაანში 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს

a90436.jpg

გურჯაანში არასრულწლოვანი დაჭრეს. 15 წლის ბიჭს დაზიანება მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ "ჯეო ჰოსპიტალის" კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. სხვა დეტალები უცნობია.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება სსსკ-ს 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

0

ავტორი: