11:22:31     09-07-2011
სენდვიჩი ამერიკულად
მასალა:
4 თხელი ნაჭერი შავი პური
1 ჭიქა წიწმატის ყვავილი
1 სუფრის კოვზი მაიონეზი და ½ სუფრის კოვზი კარაქი
წყლის წიწმატის ყვავილები გავრეცხოთ და 5 წუთით დავტოვოთ ძალიან ცივ წყალში. 2 ნაჭერ პურს წავუსვათ მაიონეზი, ზემოდან მჭიდრო ფენად დავაწყოთ წიწმატის ყვავილები, დავაფაროთ პურის მეორე ნაჭერი, რომელსაც წინასწარ კარაქი უნდა წავუსვათ. ეს სენდვიჩი გავაფორმოთ რამოდენიმე საღი ყვავილით და მაშინვე მივიტანოთ სუფრაზე. 0