18:04:59     15-05-2019
საბერძნეთის პოლიციამ 29 წლის ქართველი გოგონა ათენში გარდაცვლილი იპოვა - "იკვეთება ძალადობის ნიშნები... ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს"

"დიასპორა.ჯის" ინფორმაციით, საბერძნეთში 29 წლის ქართველ გოგონას გუშინ შუადღის შემდეგ ეძებდნენ.
ბერძნული საინფორმციო პორტალის, "პროტო თემას" მიერ გავრცელებული ცნობით, ქალაქ ათენის გარეუბანში, კერძოდ კალითეაში, 29 წლის საქართველოს მოქალაქე , საძინებელში მოკლული იპოვეს.
პოლიციიის განცხადებით, იკვეთება ძალადობის ნიშნები, რადგან მას ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. თავად სახლს კი არ ეტყობა, რომ იქ ვინმე ძალადობრივად შეიჭრა.