პოპულარული თურქი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი თბილისშია (ფოტო) პოპულარული თურქი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი თბილისშია (ფოტო) />


  12:53:12     10-05-2019

პოპულარული თურქი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი თბილისშია (ფოტო)

a90105.jpg

პოპულარული თურქი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი უკვე თბილისში იმყოფება.

სოციალურ ქსელში ფოტო ვრცელდება.

მსახიობი თბილისში "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ინიციატივით ჩამოვიდა და ორ დღეს დარჩება. 

10 მაისს 13:00 საათზე მსახიობი "ნიუ ჰოსპიტალს" ესტუმრება სადაც, მოინახულებს ბავშვებს. (მის: კრწანისი ქუჩა N:12).

11 მაისს 16:00 საათზე ჩაგათაი ულუსოი "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" ბენეფიციარებს შეხვდება. (მის: დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის 56 ქ. N 56).

მსახიობის ვიზიტთან დაკავშირებით გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ფონდის პოპულარიზაციას და შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბავშვების რეაბილიტაციას.

ჩაგათაი ულუსოი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსახიობად ითვლება. ის ევროპაშიც ისეთივე პოპულარულია, როგორც თურქეთში.

მსოფლიოს უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელის Netflix-ის პროექტის სერიალში The Protector (Hakan: Muhafız) მთავარ როლს სწორედ ჩაგათაი ულუსოი ასრულებს.

თურქი მსახიობი ჩაგატაი ულუსოი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი გახდა სერიალებიდან "გზაჯვარედინი", "ძმა", "ველური თაფლი".

0

ავტორი: