14:27:00     07-05-2019
დიღმის მასივში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს
დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. მძღოლი ბასრი იარაღითაა დაჭრილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.
შემთხვევის ადგილზეა გასული „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ჯგუფიც.
„ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა, კონკრეტულად რა მოხდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. მოხდა თუ არა გასროლა არ ვიცით. დეტალების შესახებ ადგილზე კომპანიის ჯგუფის მისვლის მერე გვეცოდინება“, - განაცხადეს კომპანიაში.
0