მწერალთა სახლი გაქურდეს - წაღებულია დავით სარაჯიშვილის ნივთები - "ეჭვი დაცვის თანამშრომელზეა" მწერალთა სახლი გაქურდეს - წაღებულია დავით სარაჯიშვილის ნივთები - "ეჭვი დაცვის თანამშრომელზეა" /> "/> " />


  11:35:54     07-05-2019

მწერალთა სახლი გაქურდეს - წაღებულია დავით სარაჯიშვილის ნივთები - "ეჭვი დაცვის თანამშრომელზეა"

a89973.jpg

მწერალთა სახლი გაქურდეს - წაღებულია დავით სარაჯიშვილის  კუთვნილი ნივთები.

მწერალთა სახლის დირექტორის თქმით, დანაშაული სავარაუდოდ დაცვის თანამშრომელმა ჩაიდინა.

"აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩვენივე დაცვის წევრი, რომელსაც ებარა ეს ყველაფერი. ვიცით მისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვპოულობთ,"- ამბობს მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური.

შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

0

ავტორი: