09:01:42 06-05-2019
შერემეტევოს აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

13 ადამიანი ემსხვერპლა შერემეტევოს აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე გაჩენილს ხანძარს. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" ავრცელებს.
ავიაკომპანია „აეროფლოტის“ კუთვნილი თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტ 100“ მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა, თუმცა ის მალევე მობრუნდა აეროპორტში და დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად თვითმფრინავი ფაქტობრივად განადგურებულია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით ეს შესაძლოა მეხის დაცემა იყოს.
0