12:17:20     05-05-2019
მილიარდ 121 მილიონ ლარიანი სკანდალი - იმ კომპანიაში, რომელმაც შუახევიჰესი ვერ ააშენა და აჭარელები დააზარალა, თორნიკე რიჟვაძე წამყვან პოზიციაზე მუშაობდა
მილიარდ 121 მილიონ ლარიანი შუხევიჰესის სკანდალის ახალი დეტალები.
ირკვევა რომ იმ კომპანიაში, რომელიც 187 მეგავატიან შუახევიჰესს აშენებდა და ასეულობით აჭარელს საფრთხე შეუქმნა, აჭარის მთავრობის დღევანდელი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ერთერთ წამყვან პოზიციაზე მუშაობდა.
შუახევიჰესის მშენებლობას, რომელიც 2013 წელს დაიწყო, ივანიშვილი ლობირებდა.
შუახევიჰესის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა და მინისტრებმა: გიორგი კვირიკაშვილმა და კახი კალაძემ ჰესი საზეიმოდ გახსნეს.
თუმცა, გახსნიდან მალევე სამი გვირაბიდან ორი ჩამოინგრა და შუახევიჰესი გაჩერდა - დახარჯული თანხები კი, ფაქტობრივად, წყალში გადაიყარა.
[I=2]ანუ, 416 მილიონი დოლარი - მილიარდ 121 მილიონი ლარი დახარჯეს, ოცამდე სოფელი დააზარალეს, ასეულობით ადამიანი გაწირეს და გვირაბი ვერ გათხარეს წესიერად.
187 მეგავატიანი ჰესი, რომლის მშენებლობის დაწყება ივანიშვილმა დააანონსა, გახსნიდან ორ თვეში გამოუსადეგარი გახდა- მომხდარი ავარიის, უხარისხო მშენებლობისა და არაკომპეტენტურობის გამო.
იმ კომპანიაში კი, რომელიც შუახევიჰესს აშენებდა ანუ ინდურ ტატა პაუერში, მშენებლობის დაწყებიდან ე.ი 2013 წლიდან მის გახსნდე ანუ 2017 წლამდე, წამყვან პოზიციაზე მუშაობდა აჭარის მთავრობის დღევანდელი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე.
2013-1017 წლებში, თორნიკე რიჟვაძე აჭარისწყალი ჯორჯიასა და ტატა პაუერის იურიდიული სამსახურის დირექტორი იყო.
ექსპერტები ვარაუდობენ რომ 187 მეგავატიანი შუახევიჰესის მშენებლობის დროს 416 მილიონი დოლარიდან ანუ მილიარდ 121 მილიონი ლარიდან საკმაოდ დიდი თანხა გაიფლანგა ე.წ ატკატების სახით.
მართალია, ჰესი ვერ ააშენეს, ადამიანები ვერ დაასაქმეს, 20-მდე სოფელი დააზარალეს, თუმცა ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, კახი კალაძემ რიჟვაძეს გაწეული სამუშაო დაუფასა და თავის მოადგილედ დანიშნა - 2017 წელს.
მოგვიანებით, რიჟვაძე ივანიშვილის რეკომენდაციით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა.
შესაბამისად, დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა შუახევიჰესის ვერ ააშენებაში, გვირაბების უსაფრთხოდ ვერ გათხრაში, სავარაუდო კორუფციასა და აჭარელების დაზარალებაში.
0