თელავში ბებიამ 10 წლის ბავშვს კომპიუტერთან ჯდომის გამო სცემა - მიმდინარეობს გამოძიება თელავში ბებიამ 10 წლის ბავშვს კომპიუტერთან ჯდომის გამო სცემა - მიმდინარეობს გამოძიება />


  17:37:17     04-05-2019

თელავში ბებიამ 10 წლის ბავშვს კომპიუტერთან ჯდომის გამო სცემა - მიმდინარეობს გამოძიება

a89903.jpg

თელავის მუნიციპალიტეტში 10 წლის მოზარდს საკუთარი ბებია ფიზიკურად გაუსწორდა. ბიჭი სხვადასხვა დაზიანებებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.

დაშავებულს სახის არეში სხვადასსხვა დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა.

ცემის ერთ-ერთ მიზეზად კი მოზარდის კომპიუტერთან ჯდომა დასახელდა.

საქმეში კახეთის სოციალური სამსახურია ჩართული და ბავშვი ამ დროისთვის მამიდასთან არის გადაყვანილი.

არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და 10 წლის ბიჭი ბებიასთან ამ მიზეზით ცხოვრობდა.

შსს-ს ინფორმაციით. საქმეზე გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. 

0

ავტორი: