ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს გეგა შენგელიას შტაბად იყენებენ - ფოტო-მტკიცებულება ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს გეგა შენგელიას შტაბად იყენებენ - ფოტო-მტკიცებულება />


  12:33:12     04-05-2019

ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს გეგა შენგელიას შტაბად იყენებენ - ფოტო-მტკიცებულება

a89896.jpg

პრესა.ჯიმ გაარკვია რომ ზუგდიდში, ქართული ოცნება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს გეგა შენგელიას შტაბად იყენებს, რაც კანონით აკრძალულია.

ეს არის ფოტო-მკტიცებულება, სადაც ჩანს რომ ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას მხარდამჭერი ბანერი დგას.

ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმასციას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პარტიული ინტერესების გამოყენების შესახებ.

[I=2]თუმცა, ვერაფერს ამბობს შენგელიას მხარდამჭერ ბანერზე, რომელიც ამ შენობაში აშკარად დგას, რაც ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებითაც დასტურდება.

"მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაცია ღიად მიანიშნებს იმაზე თუ ვის უნდა დაუჭირონ მხარი ამ შენობაში დასაქმებულებმა ამომრცევლებმა.

ეს იძულება და ზეწოლაა. ფაქტობრივად, გვეუბნებიან რომ 19 მაისის არჩევნებზე, გადაწყვეტილებას ჩვენს ნაცვლად ადმინისტრაცია  იღებს", - გვითხრა ერთერთმა თანამშრომელმა.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ირგვლივ ამ წუთებში ქართული ოცნების პარტიული ფუნქციონერები არიან შეკრებილნი - მცირე რაოდენობით.

0

ავტორი: