ძროხის ხორცი ბელგიურად ძროხის ხორცი ბელგიურად />


  10:33:43     08-07-2011

ძროხის ხორცი ბელგიურად

a7858.jpg

მასალა:

ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი

ხახვი - 400 გრამი

ყველი - 500 გრამი

მაიონეზი - 2 ქილა

სუკი ან ძროხის ხორცის რბილი ნაწილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად და საბეგვით ან დანით კარგად დავბეგვოთ. თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ ერთ წყებად დაბეგვილი ხორცი, ზემოდან დავაყაროთ რგოლებად ან ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავაწყოთ თხლად დაჭრილი, მაგარი, ნაკლებმარილიანი ყველი ისე, რომ ხახვი დაიფაროს, ზემოდან გადავასხათ მაიონეზი, შევდგათ აირღუმელში, შევწვათ, სანამ ზემოდან არ შეწითლდება.

0

ავტორი: