11:19:40     03-05-2019
კახეთში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ვრცელდება
უკვე გავრცლებული ინფორმაციით, დღე დილით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 85 წლამდე მამაკაცმა, შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.
ვრცელდება საზარელი მკვლელობის დეტალები:
როგორც ირკვევა, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდაპირველად, შვილს და რძალს ესროლა, შემდეგ მეუღლე დაჭრა, რომელიც ავადმყოფობის გამო ლოგინად იყო ჩავარდნილი, ამის მერე კი დასახმარებლად მისული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა. გამოძიების ინფორმაციით, ოჯახის წევრებისა და მეზობლების დახოცვის შემდეგ, ის მოკვლით სხვა მეზობლებსაც ემუქრებოდა.
მამაკაცი დაკავებულია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. დააკავეს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
0