10:44:57     03-05-2019
საზარელი დანაშაული სოფელ ყანდაურაში - მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ცოლი კი დაჭრა
საზარელი მკვლელობა მოხდა კახეთში, სოფელ ყანდაურაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით, 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაჭრილია ცოლიც, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.
რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, გამოძიება დაადგენს. მამაკაცი დაკავებულია.
0