კაბუკი - იაპონური თეატრი კაბუკი - იაპონური თეატრი />


  10:30:36     08-07-2011

კაბუკი - იაპონური თეატრი

a7855.jpg

კაბუკი ტრადიციული იაპონური თეატრის ფორმაა. კაბუკის თეატრი ცნობილია მისი დრამატურგიის სტილიზაციითა და შემსრულებელთა ზედმიწევნით დეტალური მაკიაჟით. კაბუკი იაპონურ დამწერლობაში იეროგლიფები მარცხნიდან მარჯვნივ ნიშნავს სიმღერას, ცეკვას და ხელოვნებას. შესაბამისად, ის ხშირად ითარგმნება, როგორც „სიმღერისა და ცეკვის ხელოვნება“.

კაბუკის ჟანრი ჩამოყალიბდა ხალხური ცეკვისა და სიმღერის საფუძველზე, XVII საუკუნის მიჯნაზე იაპონიაში. ფუძემდებლად ითვლება იძუმო ნო ოკუნი, რომელმაც 1602 წელს ქალაქ კიოტოს მახლობლად, პირველად წამოიწყო თეატრალიზირებული ცეკვის ახალი სტილი. ახალმა ჟანრმა პოპულარობა ძალზედ მალე მოიხვეჭა და ოკუნის იმპერატორის სასახლეშიც კი იწვევდნენ. პარალელურად იქმნებოდა ახალი დასები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს და რაც ხელს უწყობდა კაბუკის თეატრის ჩამოყალიბებას. თავდაპირველად დასები მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული და თეატრში დადგმული სცენები უხეშობით და გარყვნილობით გამოირჩეოდა. მრავალი მსახიობი ქალი ამორალურ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც კაბუკის ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც „მომღერალი და მოცეკვავე კურტიზანების თეატრი“.

1629 წლიდან ქალებს აეკრძალათ კაბუკის სცენაზე თამაში და 1953 წლიდან იქ მხოლოდ მამაკაცები იღებენ მონაწილეობას. ქალების როლის შემსრულებელ მსახიობებს უწოდებდნენ ონაგატას ან ოიამას კაბუკის მსახიობთა შორის არსებობს თეატრალური დინასტიები, რომლებიც სპეციალიზირდებიან კონკრეტული სტილის მიმართულებით. დღესდღეობით, იაპონიაში, კაბუკი ინარჩუნებს ყველაზე პოპულარული თეატრალური დრამატული ჟანრის სტატუსს.
0

ავტორი: