15:30:21     01-05-2019
პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პარიზში შრომის დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ტელეკომპანია „ბი-ეფ-ემის“ ინფორმაციით, დაკავებულია 88 ადამიანი.
დაპირისპირება პარიზის სამხრეთ ნაწილში, მონპარნასის ბულვარში მოხდა. შრომის დღეს პარიზში საპროტესტო მსვლელობას პროფკავშირები და მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ მართავენ. 74 ათასი ადამიანის ქუჩაში გადასახადების შემცირების მოთხოვნით გამოვიდა. დემონტრაციის დაწყების პირველივე წუთებში შეკრებილებმა უკვე ისროლეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები. მაღაზიებსა და რესტორნების ფასადები მფლობელებმა ხის ფიცრებით აჭედეს.
საფრანგეთის დედაქალაქში უსაფრთხოებას 7400 სამართალდამცველი იცავს. აქციის მონაწილეებს შორის არიან ნიღბიანი პირები იმის მიუხედავად, რომ საფრანგეთში მიღებული ახალი კანონის მიხედვით, აქციაზე ნიღბის ტარება აიკრძალა.
ფრანგული მედიასაშუალების ცნობით, პირველი შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მოხდა ლიონში, სადაც მანიფესტაციაში ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. მომიტინგეებმა პოლიციას საღებავი ესროლეს, სამართალდამცველებმა კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
0