18:16:22     30-04-2019
ვენესუელაში გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო
ვენესუელას ოპოზიციონერმა ლიდერმა, ხუან გუაიდომ გამოაქვეყნა სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა „ლა კარლოტაზე“ გადაღებული ვიდეომიმართვა, რომელშიც ის თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს ოპერაცია „თავისუფლების“ ბოლომდე მიყვანასა და ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს პოსტიდან გადაგდებას, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.
გუაიდოს თქმით, ეს არის ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის ფინალური ეტაპი.
„ლა კარლოტას“ ავიაბაზიდან გუაიდომ სხვა სამხედროებსაც მოუწოდა, რომ მას მხარი დაუჭირონ და მივიდნენ სამხედრო ბაზაზე, რათა უზურპატორი მადუროს მმართველობას ბოლო მოუღონ.
[I=2]„ვენესუელელებო, მოდით, დავიკავოთ ქუჩები, უზურპაციის დასრულებას მხარი დავუჭიროთ, ეს ხომ ისედაც გარდაუვალია. ვენესუელას ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი ვენესუელელ ხალხსა და ჩვენს კონსტიტუციას უჭერენ მხარს“, – განაცხადა ხუან გუაიდომ ვიდეომიმართვაში.
თავის მხრივ, ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობას უწევენ ამბოხებულ სამხედროებს:
ამჟამად ვენესულაში შეზღუდულია სოციალურ ქსელებთან წვდომა. კარაკასში სამხედროებმა გადაკეტეს გზები, სადაც სამხედრო ავტომობილები დგას და ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგის დაშლა დაიწყეს.
მექსიკის პრეზიდენტმა დილის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას ვენესუელასთან ურთიერთობაში.
„ჩვენი პოზიცია ნათელია, გვსურს, რომ დიალოგი ადამიანის უფლებებს იცავდეს, რათა არ იყოს ძალადობა არც ერთ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ არ ჩავერევით ამ კონფლიქტში“, - განაცხადა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა.
თეთრის სახლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელაში არსებულ ვითარებას დეტალურად აკვირდება. ამასთან, რამდენიმე ამერიკელი სენატორი ვენესუელას არმიას ხუან გუაიდოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
0