იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ორს ქურდობა, ხოლო მესამეს ქვეყანაში უკანონოდ შეღწევა ბრალდება იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ორს ქურდობა, ხოლო მესამეს ქვეყანაში უკანონოდ შეღწევა ბრალდება />


  12:54:51     30-04-2019

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს - ორს ქურდობა, ხოლო მესამეს ქვეყანაში უკანონოდ შეღწევა ბრალდება

a89748.jpg

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. 

51 წლის მამაკაცი ქურდობისთვის სან პასკუალის ტერიტორიაზე დააკავეს. 

35 წლის მამაკაცი ი.დ ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს. მან სავაჭრო ცენტრიდან 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინის მოპარვა სცადა და შარვლის ჯიბეში დამალა. დაკავებისას ის პოლიციელებს შპრიცით ემუქრებოდა, თუმცა სამართალდამცევებმა მისი დაკავება მაინც შეძლეს.

საქართველოს მესამე მოქალაქე ბარის ერთ-ერთ რაიონში, პოჯიოფრანკოში დააკავეს. 31 წლის ზ.კ იტალიაში ჩადენილი დანაშაულის გამო ქვეყნიდან გაძევებული იყო, თუმცა ის იტალიაში უკანონოდ მაინც დაბრუნდა, რის შემდეგაც ის იტალიელმა სამართალდამცავებმა დაპატიმრეს.

0

ავტორი: