12:44:42     30-04-2019
თურქული სერიალების ვარსკვლავი ჩაღათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის

თურქი მსახიობი ჩაღათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი ბადურაშვილი წერს:
"ბერი ანდრიას სახელობის ფონდის’’ მხარდასაჭერად და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოში ჩამოდის! გეპატიჟებით საქველმოქმედო ვახშამზე რესტორან "ეთნო წისქვილში’’, სადაც გაიმართება კონცერტი ქართველი ცნობილი მომღერების მონაწილეობით! საღამოდან შემოსული თანხა გადაირიცხება "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის’’ ანგარიშზე! კონცერტში მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კახიანი, ქრისტინე იმედაძე!" - წერს ნინი ბადურაშვილი.
0