13:55:27     25-04-2019
CNN: კვლევის მიხედვით, დღეში 1 ნაჭერი ბეკონის მიღება ნაწლავის სიმსივნის გაჩენის რისკს ზრდის
CNN-ის ინფორმაციით, გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, როგორც შემწვარი, ასევ უმი ხორცის ჭამა, თუნდაც ზომიერად კოლორექტალური( ნაწლავის) სიმსივნის გაჩენის შანსს ზრდის.
ადამიანები, რომლებიც დღის განმავლობაში 76 გრამ წითელ, უმ ხორცს მიირთმევენ, რაც დაახლოებით რომ განვსაზღვროთ მეოთხედი ძროხის ბურგერია, უფრო მეტი შანსი აქვთ, განუვითარდეთ კოლორაქტიული ანუ ნაწლავის სიმსივნის ნიშნები, ვიდრე მათ, ვინც დღის განმავლობაში, 21 გრამ ხორცს მიირთმევს(რაოდენობის ექვივალენტი 1 ნაჭერი შაშხია).
კვლევის მიხედვით, გადამუშავებული ხორცი, როგორიცაა ძეხვი და ბეკონი ნაწლავის კიბოს შანსებს ასევე ზრდის. როგორც კვლევის თანაავტორი ტი კეი ამბობს „გადამუშავებული ხორცის მცირე ულუფას, ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც წითელი ხორცის მოზრდილ ნაჭრს.“
დიდი ბრიტანეთის სიმსივნის კვლევის ცენტრი საზოგადოების ნაწილს, რომელიც დღში 90 გრამზე მეტ წითელ ან გადამუშავებულ ხორცს მიირთმევს, ურჩევს, რომ რაოდენობა 70 გრამამადე ჩამოიყვანოს.
კეი ამატებს, რომ კვლევის პროცესში, იმ ადამიანებს, რომლების კვირაში 4-ჯერ მიირთმევდნენ ხორცს, ნაწლავის კიბოს განვითარების მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე მათ, ვინც ხორცს კვირაში 2-ჯერ მიირთმევდა.
ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ ნაწლავის სიმსივნის ნიშნებს ზრდის ალკოჰოლიც, ხოლო ბოჭკოვანი პურისა და მარცვლელულის მიღება პირიქით, ამცირებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კანის კიბოს შემდეგ, ნაწლავის კიბო ყველაზე ხშირია. 2019 წელს, კი ნავარაუდებია, რომ დაავდება 51.020 ადამიანს იმსხვერპლებს.
ბრიტანეთის სიმსივნის კვლევის, ინფორმაციული ცენტრის უფროსი, ექიმი ჯული შარფი საზოგადოებას ძროხისა და ღორის ხორცის, თევზისა და ქათმის ხორცით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს და ამ რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს.
0